იელის უნივერსიტეტი




იელის უნივერსიტეტი არის კერძო უნივერსიტეტი ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტში. დაარსდა 1701 წელს როგორც კოლეგიატის სკოლა, აივი-ლიგის წევრია და სიძველით მესამე უმაღლესი განათლების კერაა აშშ-ში. განსაკუთრებით ცნობილია მისი საბაკალავრო სკოლა, იელის კოლეჯი და იელის იურიდიული ფაკულტეტი, ორივე მათგანს აღზრდილი ჰყავს რამდენიმე აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა სახელმწიფოების მეთაურები.1861 წელს იელის ხელოვნებათა და მეცნიერებათა პოსტსაბაკალავრო სკოლამ პირველი ფილოსოფიის დოქტორის დიპლომი გასცა აშშ-ში. ასევე გამოირჩევა იელის დრამატული სკოლა, რომელმაც მარავალი ჰოლივუდის და ბროდვეის გამოჩენილი მსახიობი აღზარდა. იელის ხელოვნების, მუსიკის, სამედიცინო და არქიტექტურის სკოლები ამ სფეროებში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა ქვეყანაში.



ჰარვარდის და პრინსტონის უნივერსიტეტებთან ერთად ის ცნობილი «აივის ლიგის» პირველ სამელში შედის. ამასთან ერთად იელი სერიოზულ კონკურენციას უწევს ჰარვარდს, რაც განსაკუთრებულად თავს იჩენს ფეხბურთში.იელის უნივერსიტეტის კამპუსი ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცია აშშ-ში. XIX საუკუნის ნაგებობები გოთურ სტილშია აშენებული, მოქუჩურთმებული არკებითა და კოლონებით. ექსკურსიის დროს დიდი ყურადღება ინდა მიაქციოთ სტერლინგის ბიბლიოთეკას ღომელშიც 11 მილიონი წიგნი ინახება, და აგრთვე იელის ხელოვნების გალერეებს სადაც ევროპისა და აშშ-ს უძველესი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ინახება.
ცნობილი კურსდამტავრებულები: ჯერალდ ფორდი, უილიამ კლინტონი, ედვარდ ნორტი, მერილ სტრიპი, ჯუდი ფოსტერი, ჰილარი კლინტონი.
სწავლების საფასური: დაახლოებით $40500 წელიწადში.


No comments:

Post a Comment